კლინიკა "ვივამედში" გარდაცვლილლ პატიმართან დაკავშირებით, კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მედიასთან განაცხადა, რომ პატიმარი კლინიკაში 23 იანვარს შეიყვანეს. მისივე თქმით, პაციენტს ყველა საჭირო მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

ჩხაიძის თქმით, პატიმარი კლინიკაში 23 იანვარს შეიყვანეს. მისივე თქმით, პაციენტს ყველა საჭირო მკურნალობა ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„ჩვენთან პატიმარი 23 იანვარს, უგონო მდგომარეობაში შემოიყვანეს, მრავლობითი დაზიანებებით. მას ჩაუტარდა სხვადასხვა ტიპის სამკურნალო ღონისძიებები, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ დადგა ლეტალური შედეგი გუშინ, 20:00 საათზე. სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ეს უკვე პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტის პრეროგატივა არის“,- აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

ცნობისთვის, სპეციალური პენიტენციური სამსახური №8 ციხის პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ფაქტთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა დაიწყო გამოძიება და  მიმდინარეობდა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

ასე განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა - სახალხო დამცველის აპარატი "ვივამედში" პატიმრის გარდაცვალების მიზეზების გამოკვეთისა და შეფასების მიზნით შემთხვევის სრულფასოვან შესწავლას მოახდენს