დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ზურაბ აბაშიძე 26 ხმით საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
თბილისის საკრებულო თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც გიორგი ტყემალაძე თბილისის ვიცემერი გახდა.
ზურაბ აბაშიძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.