ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები გრძელდება.
,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, ზღვისუბნის მე-3 მიკრორაიონი, მე-2 კვარტალი, 24-ე კორპუსში წყალარინების შიდა და გარე, ჯამში, 533 გრძივი მეტრი ქსელი იცვლება. ასევე, მონტაჟდება 13 საკომუნიკაციო ჭა. პროექტის დასრულების შემდეგ, 9-სართულიანი შენობის 126 ოჯახი მოწესრიგებული კომუნიკაციებით ისარგებლებს. მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახური ასფალტის საფარს დააგებს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა, ირაკლი ანდღულაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი ხელაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერეს.
პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტში 103 166 ლარი არის გათვალისწინებული.