ნაძალადევის რაიონში შვიდი სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 606 000-მდე ლარი დახარჯა.
სანზონის დასახლებაში, N9 და N25 კორპუსებთან, ასევე, გვაზაურის ქუჩა N4-ის მიმდებარედ განახლებული მოედნები ნაძალადევის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა.
„მიმდინარე წელს, ნაძალადევის რაიონში შვიდი სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. ჩვენთვის პრიორიტეტია, ხელი შევუწყოთ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას და ამ მხრივ, ახალგაზრდების წახალისებას, რისთვისაც საჭიროა მეტი და მეტი მოწესრიგებული სპორტული სივრცე. სამომავლოდაც აქტიურად გავაგრძელებთ მინი სტადიონების ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას“, - განაცხადა ირაკლი ანდღულაძემ.
კომბინირებულ მოედნებზე შეიცვალა ხელოვნური მწვანე საფარი და მოეწყო სპორტული ინფრასტრუქტურა.