გლდანის რაიონს კიდევ ერთი ახალი სკვერი შეემატა. გამგეობამ ზაჰესში, შოთაძის მეორე შესახვევში სკვერის მოწყობა დაასრულა.

სამუშაოები 1 600 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ჩატარდა.  ტერიტორიაზე მოეწყო მოსასვენებელი პავილიონი,  ბავშვთა გასართობი  და ფიტნეს ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, მოიხატა კედლები, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები - დაიგო ბალახი და დაირგო ხე-მცენარეები. განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 447 940 ლარი დაიხარჯა.

დასრულებული სკვერი  გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ კალაძემ დაათვალიერა.