გლდანის რაიონის გამგეობამ მუხიანში, ლაგურაშვილის N3-5 კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.
სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 1 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო. ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდა ფიტნეს ზონა, მოეწყო მოსასვენებელი სკამები და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.
სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 420 657 ლარი დაიხარჯა.
დასრულებულ პროექტს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე პარლამენტის წევრ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად გაეცნო.