ქალაქ ხაშურში, შინდარის დასახლებაში სკვერი ეწყობა.


„ამ ეტაპზე მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკებისა და ფანჩატურების მშენებლობა, ირგვება სხვადასხვა ტიპის ხე-მცენარე, აშენდა მინი სტადიონი. გათვალისწინებულია დასასვენებელი სკამების, საბავშვო ატრაქციონებისა და განათებების მოწყობა. ვფიქრობთ, ეს სივრცე, ადგილობრივების საყვარელი ადგილი გახდება“-აღნიშნა სამუშაოების დათვალიერებისას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა-თენგიზ ჩიტიაშვილმა. 
ხაშურში, შინდარის დასახლებაში, სკვერის მოწყობის სამუშაოები, თანადაფინანსებით ხორციელდება და ღირებულება-389 646 ლარს შეადგენს.