კრედიტორის კეთილი ნებით, თვალჭრელიძის ქუჩაზე მცხოვრები ორი ოჯახი დაკმაყოფილდა ერთჯერადი კომპენსაციით, - ამის შესახებ თვალჭრელიძის ქუჩაზე, ავარიულ კორპუსში მცხოვრებლების წარმომადგენელმა, თეონა რობაქიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს ოჯახები იყვნენ უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ადამიანები, რომლებმაც შეაფარეს თავი შენობას.
„მოხდა შეთანხმება კრედიტორთან. ეს ოჯახები იყვნენ უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ადამიანები, რომლებმაც შეაფარეს თავი ამ შენობას, თუმცა, გაარკვიეს, რომ ქონება იყო კერძო საკუთრებაში და ასევე, ისიც, რომ ექვემდებარებოდა დემონტაჟს. მოხდა შეთანხმება და ისინი არიან დაკმაყოფილებულები. კრედიტორის კეთილი ნებით, დაკმაყოფილდნენ ერთჯერადი კომპენსაციით“, - განაცხადა თეონა რობაქიძემ.