დღეს თბილისის ზოოპარკში დაბადებული 7 კეთილშობილი ირემი ალგეთის ეროვნულ პარკში გადაიყვანეს, რაც ამ სახეობის რეინტროდუქციის (ბუნებაში დაბრუნების) პირველი მცდელობაა საქართველოში.
"25 ივლისს თბილისის ზოოპარკში გამრავლებული კეთილშობილი ირმები ბუნებას დაუბრუნდებიან!
ცოტა გრძელი ისტორიაა და მთლიანი ამბის მოსათხრობად კარგა მოზრდილი ტრაქტატი იქნება საჭირო. მაგსიოდენა მოხსენებას ცოტა თუ ვინმე წაიკითხავს, ამიტომ ნაწილებად დავყოფთ და ლუკმა-ლუკმად გაგიზიარებთ.
👇 დღეს ყველაზე მთავარსა და მნიშვნელოვანს გეტყვით:
💚 ხვალ თბილისის ზოოპარკში დაბადებული 7 კეთილშობილი ირემი ალგეთის ეროვნულ პარკში გადაგვყავს, რაც ამ სახეობის რეინტროდუქციის (ბუნებაში დაბრუნების) პირველი მცდელობა იქნება საქართველოში.
როდესაც სახეობის რეინტროდუქციაზე, ანუ ტყვეობაში გამრავლებასა და შემდეგ – ველურ ბუნებაში დაბრუნებაზე ვსაუბრობთ, ბევრს წარმოუდგენია, რომ – რა უნდა, ავიღებთ ცხოველს, შევაჯვარებთ, შემდეგ მათ შვილებს გავუშვებთ ტყეში და იცხოვრებენ ბედნიერად, ვიდრე სამყაროს აღსასრულამდე.
რეალობა განსხვავებულია.
🙏 და სანამ ამ რეალობაზე გიამბობდეთ, წარმატება გვისურვეთ, რადგან წინ მძიმე ღამე, რთული დილა და დაძაბული დღე გველოდება. ნაკლების ჩვენება" - დაწერა გუშინ სოციალურ ქსელში თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ხელმძღვანელმა მზია შარაშენიძემ.