ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ "ძლიერი საქართველოს" წევრს ლევან ხორავას  20-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

"ლევან ხორავა მოსამართლემ შსს-ს წარმომადგენლის მოთხოვნით გაუშვა პატიმრობაში და ამასთანავე 3 წლით იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა. 


საქმე ეხება პოლიციის კაპიტნის თეა ლაღაძის სარჩელს, რომელიც ირწმუნება, რომ 27 მაისს, ლელო ძლიერი საქართველოს ახალგაზრდული ორგანზაიციის თავმჯდომარის ლუკა ნაცვლიშვილის, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, სადაც ლაღაძე საქმის გამომძიებელი იყო, ხორავამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ძლიერი საქართველოს არაერთი წევრი გახდა რეჟიმის სასამართლოსა და პოლიციის მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი, თუმცა ჩვენ ვერ დაგვამარცხებთ.


ლელო - ძლიერი საქართველო აგრძელებს აქტიურ ბრძოლას და გვჯერა რომ ქართველ ხალხთან ერთად მალე ვიზეიმებთ რუსულ ავტორიტარულ რეჟიმზე გამარჯვებას." - ნათქვამია პარტიის გავრცელებულ ინფორმაციაში.