ე.წ. სამგორის პარკში ერეკლე მეორის ძეგლი განთავსდა
ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე ე.წ. სამგორის პარკში, თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალიხსმევით, ერეკლე მეორის ძეგლი განთავსდა. ნამუშევარი მოქანდაკეების ჯგუფის და არქიტექტორ ლევან მუშკუდიანის ერთობლივი შრომით, ცნობილი მოქანდაკის მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.
ნამუშევარი, რომელიც ე.წ. სამგორის პარკში ერეკლე II-ის ღვაწლის უკვდავსაყოფად განთავსდა, სივრცეს დამატებით კულტურულ-ისტორიულ მნიშვნელობას ანიჭებს.