„მიეცით წამალი ბავშვებს“ - რუსთაველის მეტროდან მთავრობის ადმინისტრაციამდე დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა იმართება, რომელშიც მონაწილეობას ბავშვების მშობლები და მხარდამჭერები იღებენ.

უკვე ოცი დღეა, დიუშენით დაავადებული პაციენტების მშობლები მედიკამენტის მოთხოვნით უწყვეტ აქციებს მართავენ და მთავრობის ადმინისტრაციასთან ღამეს ათენებენ.