დიუშენის მედიკამენტების საკითხი პოლიტიკური კინკლაობის საგანი გახდა, მაგრამ ეს არამც და არამც სწორი არ არის, - განაცხადა "იმედის" ეთერში, გადაცემაში "ღია ეთერი - დებატები" ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მისივე თქმით, უცილობელი ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ თემასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მეტად იყოს დაფუძნებული მტკიცებულებებზე:
"სხვაგვარად ეს შეუძლებელია. არიან ადამიანები, რომლებიც ზოგჯერ პოლიტიკური მიკერძოების, ზოგჯერ ბევრი სხვა რამის გამო ამაზე საგნობრივად კი არ მსჯელობენ, არამედ ცდილობენ, რომ ემოციურად იქნას გადაწყვეტილებები მიღებული, ეს, რა თქმა უნდა, არასწორია. იმ დროს დავიწყე ამ საკითხზე თვალის მიდევნება, როცა ფართოდ არ იყო ეს საკითხი გაშუქებული. აუცილებელია ნებისმიერი გადაწყვეტილება, ამ თემასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მეტად იყოს დაფუძნებული მტკიცებულებებზე," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.










