არავისზე ნაკლებად ემპათიურად არ ვარ განწყობილი იმ გაჭირვების, იმ სასოწარკვეთის მიმართ, რომელშიც არიან ის ოჯახები, ვისაც დიუშენის მედიკამენტი სჭირდებათ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, სახელმწიფო ამ მიმართულებით თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი.

„კარგად უნდა გვესმოდეს, აქ აუცილებელია უსაფრთხოების დაზღვევა, მართლაც კომერციული დაინტერესებისთვის კი არ დაიხარჯოს ფული, არამედ მნიშვნელოვანია მესმოდეს, რომ ამ გადაწვეტილებით უზრუნველყოფილია რეალურად ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი მედიკამენტი, მათ შორის სიცოცხლის გახანგრძლივება, თუ ეს მოხერხდება, ეტლში ჩაჯდომის გადავადება, სადაც ნამდვილად წამალი იქნება გაჩენილი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შედგეს. უბრალოდ რაც მე მაწუხებს, უნდა ვიყოთ ფრთხილები არასწორი მოლოდინების თავიდან ასარიდებლად“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.