ამის შესახებ ოპერის სოპრანომ, თამარ ივერმა გადაცემა "დღის პოსტში" განაცხადა:
"დედაჩემის საკითხის გადაწყვეტა ცემა იყო, სულ მცემდა ხოლმე. ძალიან ნერვიული ქალი იყო. მეტსაც გეტყვით: შენახული ჰქონდა სხვადასხვა ფორმის, სიბრტყის, სიგრძის. რომელიც იყო სქელი და ზამშის ის იყო ყველაზე უმტკივნეულო, ამას თუ მირტყავდა ესეიგი გავაბრაზე მაგრამ ისე ძალიან არა. მერე მოდიოდა ტყავი, მაგრამ დაწნული, ისიც არ იყო ძალიან მტკივნეული. ყველაზე მტკივნეული იყო ტყავის ქამარი.
ამოჩემებული ჰქონდა კიდევ ერთი ტირიფის ხე, ვაკის პარკში, მისი ტოტი ყველაზე მწარე ეგ იყო.
ერთხელ არ დამავიწყდება სკოლის პედაგოგმა უთხრა, თქვენი შვილი ისე მოდის სკოლაში მთელი რაჩხა-რუჩხები აქვს ასხმულიო, სამკაულები, საყურეები, ბეჭდები. დედაჩემმა იუკადრისა, ამაყი ქალი იყო, ყიფიანის, რას ამბობო უთხრა მასწავლებელს, მე ეგრე არ ვუშვებ სკოლაშიო.
ერთხელაც დამიდარაჯდა, სახლიდან რომ გამოვედი ჩუმად წამომყვა და დაინახა როგორ ვისხავდი ამ სამკაულებს სადარბაზოსთან. აი მაშინ პირდაპირ ტირიფის წკეპლა მომხვდა",- განაცხადა თამარ ივერმა.