დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ბატონმა კობა ლურსმანაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში განხორციელებულ სამუშაოებზე ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 მილიონი ლარი დაიხარჯა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოს პარლამენტში საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ პაატა კვიჟინაძესა და მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ეპისკოპოსს, მეუფე მელქისედეკს. მათი მხარდაჭერითა და ჩართულობით შესაძლებელი გახდა პროექტის დროულად და წარმატებით დასრულება.
კახორის წმინდა სალოცავამდე მისასვლელი გზა წარსულში რთულად გასავლელი იყო და განსაკუთრებით დიდ პრობლემას ქმნიდა რელიგიური დღესასწაულების დროს, როდესაც მომლოცველების ნაკადი საგრძნობლად იზრდებოდა.
28 ივლისს, კახორობის დღესასწაულზე, მომლოცველები უკვე განახლებული გზით შეძლებენ სალოცავამდე მისვლას.
კახორის სალოცავამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების ნაწილია, რომელიც ისტორიულ ძეგლებთან და ეკლესია-მონასტრებთან მისასვლელი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითვალისწინებს.
მუნიციპალიტეტი მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც განაგრძობს, რათა
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ღირშესანიშნაობები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ისე ტურისტებისთვის და მომლოცველებისთვის.
არსებული კულტურული და სულიერი მემკვიდრეობა ხელმისაწვდომი გახდეს როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისა და მომლოცველებისთვის