დღეს თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყო

რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად - 7, 14 და 21 ივლისს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე - http://kids.org.ge./ge .


I ეტაპი დაიწყო  7 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდა 13 ივლისის ჩათვლით. 

პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაიარეს მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელმა ბავშვებმა: სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; ჩვილ ბავშვთა სახლის
ბენეფიციარები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები; მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები; სამხედრო მოსამსახურეთა შვილები; დედმამიშვილები; თბილისის ბაღების თანამშრომელთა
შვილები.

II ეტაპი დაიწყება 14 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 20 ივლისის ჩათვლით. მერის თქმით, ეს ეტაპი შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბავშვებს.

რაც შეეხება რეგისტრაციის III ეტაპს, ის საყოველთაო რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელიც დაიწყება 21 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება ადგილების შევსებამდე.


თბილისის მერიის ინფორმაციით, რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელსაც 15 სექტემბრის მდგომარეობით შეუსრულდება მინიმუმ 2 წელი. 

დაწვრილებითი ინფორმაცია საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის შესახებ ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე.