საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი, დღეს 13 მსჯავრდადებული შეიწყალა.
6 მსჯავრდადებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 5 მსჯავრდადებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდადებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 2 მსჯავრდადებულს, რომელთა სასჯელები თავისუფლების აღკვეთასთან არ არის დაკავშირებული. - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.