საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე დიდი დამნაშავე ქართულ საპყრობილეს არ ჰყოლია. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი მას თუ შეიწყალებს, მე ნიკა გვარამიას (მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილე.რედ) - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ვიქტორ ჯაფარიძე, ხელისუფლებისგან პატიმრის ციხეში დაბრუნებას ითხოვს.
„სალომე ზურაბიშვილი თუ შეიწყალებს მიხეილ სააკაშვილს, მე ნიკა გვარამიას დავეთანხმები მის გამონათქვამებში, ეს ერთი. მეორე, მიხეილ სააკაშვილზე დიდი დამნაშავე ქართულ საპყრობილეს არ ჰყოლია და ქართულმა ხელისუფლებამ კეთილი ინებოს და გადააბრძანოს საკანში, სადაც არის მისი ადგილი," - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.