საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ცხრა მსჯავრდადებული შეიწყალა. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას.
მათივე ცნობით, ხუთი მსჯავრდადებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო ოთხ მსჯავრდადებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ გათავისუფლებული მსჯავრდადებულიდან ორი ქალია