პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ შეიწყალა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მარიუშ კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე მაჩიეი ვონსიკი, რომლებიც ბრალდებულები იყვნენ უფლებამოსილების გადამეტებაში. ამის შესახებ დუდამ, სპეციალურ მიმართვაში განაცხადა.
პოლონეთის პრეზიდენტმა 2015 წელს კამინსკის და ვონსიკის წინა შეწყალება მართებულად მიიჩნია, მაგრამ "მინისტრების დაპატიმრების გამო წარმოქმნილი სოციალური მღელვარების გათვალისწინებით," გადაწყვიტა შეწყალების უფლების ხელახლა გამოყენება.
"ბატონები შეწყალებული არიან. ამას ვადასტურებ. თხოვნით მივმართავ იუსტიციის მინისტრს, გენერალურ პროკურორს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საქმეზე შემდგომი ქმედებები." - თქვა მან.
"მოვუწოდებ პრეზიდენტის ბრძანების დაუყოვნებლივ შესრულებისკენ და ბატონების, განსაკუთრებით მარიუშ კამინსკის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, ჯანმრთელობის მიზეზების გამო," - ხაზგასმით აღნიშნა დუდამ.
კამინსკიმ ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
იაროსლავ კაჩინსკის პარტიის, "კანონისა და სამართლიანობის" წევრები მარიუშ კამინსკი და მისი ყოფილი მოადგილე მაციეი ვონსიკი 9 იანვარს პრეზიდენტის სასახლეში დააკავეს.