2026 წლისთვის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადები დაინტერესებული მედიასაშუალების წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირებმა 2025 წლის 1 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ.

საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მისაღებად დაინტერესებულმა მედიასაშუალებამ უნდა შეავსოს და წარმოადგინოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის №1/31/23 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესის“ დანართი №1-ით გათვალისწინებული განაცხადის ფორმა.

 სააკრედიტაციო განაცხადს უნდა დაერთოს:

 

•    ჟურნალისტის პირადობის/ბინადრობის მოწმობის ასლი;

•    ჟურნალისტის ფოტოსურათის (ზომა − 3X4) ელექტრონული ვარიანტი;

•  ბეჭდვითი ორგანოს შემთხვევაში – მის მიერ სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენამდე ბოლო 2 თვის განმავლობაში დაბეჭდილ გამოცემათა ეგზემპლარები (მოთხოვნა არ ვრცელდება იმ ბეჭდვით ორგანოზე, რომელიც დაფუძნდა სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენამდე არაუგვიანეს 2 თვისა);

•   მაუწყებლის შემთხვევაში – მასზე შესაბამისი ავტორიზაციის/ლიცენზიის გაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

 

მედიასაშუალების სახეობის მიხედვით დასაშვებია შემდეგი რაოდენობის გადამღები  ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო ჟურნალისტის აკრედიტაცია:

 •   ბეჭდვითი ორგანოს (გაზეთის, ჟურნალის) შემთხვევაში – არაუმეტეს 3 ჟურნალისტისა;

•     რადიომაუწყებლის შემთხვევაში – არაუმეტეს 2 ჟურნალისტისა;

•     ონლაინგამოცემის შემთხვევაში – არაუმეტეს 4 ჟურნალისტისა;

•     ტელემაუწყებლის შემთხვევაში:

ა) საზოგადოებრივი ტელემაუწყებლისა – არაუმეტეს 15 გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობის ჟურნალისტისა;

ბ) საერთო საეთერო ეროვნული ტელემაუწყებლისა – არაუმეტეს 15 გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობის ჟურნალისტისა;

გ) სხვა ტელემაუწყებლისა – არაუმეტეს 3 გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობის ჟურნალისტისა.

 2026 წლისთვის გაცემული საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაცია იმოქმედებს 2026 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

 

სააკრედიტაციო განაცხადი მედიასაშუალების წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირმა უნდა წარადგინოს შემდეგ მისამართზე:

 საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტი

ქ. თბილისი, 0108, შოთა რუსთაველის გამზირი N8

ან გამოიგზავნოს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე: contact@parliament.ge

 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 228-16-83

 

https://parliament.ge/media/news/sakartvelos-parlamentis-aparatis-gantskhadeba-saparlamento-zhurnalistis-saakreditatsio-ganatskhadebis-mighebis-shesakheb  - ნათქვამია პარლამენტის გავრცელებულ ინფორმაციიაში.