გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, საქართველოს პარლამენტში გურიის დეგელტთან ვასილ ჩიგოგიძესთან, მოადგილესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ისტორიულ სივრცე „საძველეში“ გამართულ ფესტივალ „გურია საძველეში – ღვინისა და კერძის ფესტივალს“ დაესწრო.

ფესტივალი აერთიანებდა გურული ღვინის მრავალფეროვნებას, ტრადიციულ კერძებსა და გამორჩეულ გურულ მრავალხმიანობას.

ღონისძიება გაიმართა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ასევე ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით და გასტრონომიული და სოფლის ტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით.