ადრეულ ასაკში პარფიუმერიის გამოყენება კანის დაავადებების და ალერგიის რისკებს ზრდის. ამის შესახებ "იმედის" ეთერში ალერგოლომა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა და ჩამოთვალა ის ნივთიერებები რაც ბავშვის მოვლის საშუალებებს არ უნდა შედიოდეს და ყურადღება უნდა გავამახვილოთ.
"დღეს ბოლო პაციენტი ვინც მივიღე 8 წლის ბავშვი იყო, რომელსაც ბრონზირებულო ჰქონდა თვალები. მასთან ერთად იყო მისი 3 წლის დაიკო, კატო, მასაც იგივენაირად. რომ ვკითხე მშობელს რატომ ჰქონდათ, მითხრა, რომ მთხოვეს "დღეს სკოლაში არ მივდივართ, ბიძინა ექიმთან მივდივართ და გავიპრანჭებითო". ასეთი გამონაკლისი შემთხვევები შესაძლოა დავუშვათ, თუმცა ტენდენცია ბავშვებში კოსმეტიკის გამოყენების - არა.
დღეს მსოფლიოში ალერგიულ დაავადებათა მიმართ განწყობა ძალიან მომატებულია. ისედაც ბავშვთა პოპულაციის 20-30% კანის რაღაც ტიპის დაავადება აქვს უკვე. ბრიტანელების გრძელვადიანი დაკვირვებით, რაც 50-იანი წლებიდან კოსმეტიკის გამოყენება დაიწყო და მრუდი ზემოთ წავიდა, ამას მიჰყვა ალერგიული დაავადებების მრუდის გაზრდაც.
ბავშვებისთვის უფროსებისთვის განკუთვნილი ტონალურები, ბრინზერები და მსგავსი პროდუქტები კატეგორიულად დაუშვებელია. ამასთანავე მშობელმა გულდასხმით უნდა აარჩიოს მისი შვილის თავის მოვლის საშუალება, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს კანის ტიპს და არ უნდა შეიცავდეს ნივთიერებებს როგორიცაა: პარაბენი, ( ის შედის დაბალი ხარისხის პროდუქციაში, პარაბენის შემცველობა, ის ერთ-ერთია იმ მიზეზებს შორის რომელიც ენდოკრინოლოგიურ პრობლემებს იწვევს), სულფატები, რომლის წარმომადგენელი გახლავთ ნატრიუმის ლაურილ სულფატი, რომელსაც შემოკლებით ეძახიან srs, მას აქვს ამაქაფებელი ეფექტი და შედარებით დაბალბიუჯეტიან პროდუქტებში გვხვდება, ასევე ზოგიერთ კბილისპასტაში. ასევე მნიშვნელოვანია მინერალური ზეთების შემცველობა, თუ აწერია რომ მიღებულია პეტროლატომიდან, ანუ ვაზელინიდან, ეს განსაკუთრებულ რისკს ქმნის, რადგან მას აქვს უნარი გადაახშოს კანი, ჩვენი კანიდან წყლის აორთქლებას ხელი შეუშალოს და ამით ხელი შეუწყოს კანის კომედოგენურ ეფექტს, ანუ აკნესკენ მიდრეკილი კანი გახადოს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ნივთიერება ტრიკლოზანი, ის იგივე ანტიბაქტერიულია და ხშირი გამოყენება ანტიბიოტიკრეზისტენტულობას უწყობს ხელს. ასევე პოლიეთილენგლიკოლი. ასევე ოქტინოქსატი, ოქსინბენზონი( მზისგან დამცავი ქიმიური ფილტრი). პარფიუმიც შედის ამ სიაში. პარფიუმი არის კონტაქტური ალერგიის გამომწვევი", - განაცხადა კულუმბეგოვამა.




