დაიწყო რეგისტრაცია 26 ნოემბერს ჩანიშნული ტესტირებისათვის. რეგისტრაციის გავლა  მსურველებს 24 ნოემბრის 17:00 საათამდე  შეეძლებათ. 

ტესტირება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება. მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს როგორც მთლიანად ტესტი, ისე მისი ცალკეული ნაწილი/ნაწილები. ერთი ნაწილის ჩაბარების შემთხვევაში (მაგ.: მოსმენა), მონაწილე მიიღებს შესაბამის ცნობას. სერტიფიკატი კი, რომლის მოქმედების ვადაც 3 წელია, ტესტის სრულად (ოთხივე ნაწილის) ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა. მნიშვნელოვანია, რომ გადაბარების 6 თვიანი მოცდის პერიოდი ერთ თვემდე შემცირდა. 
გთავაზობთ „სერტუსის“ 2025 წლის ტესტირების კალენდარს. 
დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით იხილეთ  ბმულზე.   - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი ავრცელებს.