ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩის N34-თან სკვერის რეაბილიტაცია იგეგმება.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამუშაობი 5 300 კვ.მ ფართობზე განხორციელდება.
„შესრულდება გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, დამონტაჟდება განათების ბოძები, ტრენაჟორები და დასასვენებელი პავილიონი. მოეწყობა სარწყავი და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები. ტენდერი უკვე დასრულდა და მიმდინარეობს გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, მერის ინფორმაციით, რაიონის გამგეობა ნინო წერეთლის ქუჩის კაპიტალურ რეაბილიტაციას ახორციელებს, სადაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ მიწისქვეშა კომუნიკაციები უკვე შეცვალა.