ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით,  მზია ამაღლობელი საკვებს არ იღებს, - მხოლოდ წყალს. 

მზია ამაღლობელმა „ბათუმელებს“ გამოუგზავნა წერილი, სადაც წერია"

„ფაქტი, რის გამოც დღეს ბრალდებული ვარ, შედეგია იმ რეპრესიული, მოღალატეობრივი, ძალადობრივი, ადამიანის, სიტყვის და გამოხატვის წინააღმდეგ მიმართული პროცესების, რომელიც ბოლო ერთი წელია ვითარდება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ფეხს იკიდებს როგორც დიქტატურა. არ ვაპირებ მივიღო რეჟიმის დღის წესრიგი. ვშიმშილობ. სიცოცხლეზე ღირებული თავისუფლებაა.

ჩემს მოცემულობაში ნებისმიერი ის მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვისაც დემოკრატიულ, სამართლიან, ევროპულ, რუსული გავლენებისგან თავისუფალ საქართველოში უნდა ცხოვრება.იბრძოლეთ, სანამ გვიანი არ არის.

იბრძოლეთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ, სოფელსა თუ ქალაქში, ქუჩებსა თუ აუდიტორებში, საზოგადოებრივ და სამუშაო სივრცეებში.იყავით მამაცები, გაუფრთხილდით და გააძლიერეთ ერთმანეთი.არ დაუშვათ საქართველოს იზოლირება ცივილიზებული სამყაროსგან“.

შეგახსენებთ, 2024 წლის 14 იანვარს, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელს მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა