"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ორი დღის წინ აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამართული აქციის დროს დაკავებულ 12 პირს შორის იყო.

მოგვიანებით, ის სხვა ოთხ დემონსტრანტთან ერთად, რომელთაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ედებოდა ბრალად, ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, თუმცა, მალევე მისი აყვანა უკვე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მოხდა, რაც პოლიციელზე თავდასხმას ითვალისწინებს.