გავრცელებული ინფორმაციით, მთაწმინდის პარკის პარკინგთან მდებარე შენობის ჩამონგრევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.