ამის შესახებ ინგლისური გამოცემა The Sun-ი წერს.

კრიშტიანუ რონალდუსთვის ეს თანხა ზღვაში წვეთია მისი წარმოუდგენელი კონტრაქტის წყალობით. ზაფხულში, „ალ ნასრის“ ვარსკვლავმა საუდის არაბეთში დარჩენის შესახებ ორწლიან, 492 მილიონი ფუნტის ღირებულების კონტრაქტს მოაწერა ხელი. ახლა კი მან ამ თანხის ნაწილი ჩადო პერსპექტიულ უძრავ ქონებაში ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში, რომელიც მდებარეობს სანაპიროდან 20 კილომეტრის დაშორებით (საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადიდან კუნძულამდე თითქმის 1500 კილომეტრია), წითელი ზღვის შუაგულში.

ახლა რონალდუს და ჯორჯინას შეუძლიათ გააგრძელონ ფუფუნებაში ცხოვრება ექსკლუზიურ ნუჯუმას კუნძულზე, წითელ ზღვაში. ამ საოცარ კუნძულზე მდებარე მდიდრული სახლები დააპროექტა ცნობილმა ბრიტანელმა არქიტექტორმა ლორდ ნორმან ფოსტერმა. სახლში მისვლა მხოლოდ ნავით ან ჰიდროპლანით არის შესაძლებელი, ამასთან, მასპინძელიც და მისი სტუმარიც, თავდაპირველად ახლომდებარე წითელი ზღვის საერთაშორისო აეროპორტში უნდა დაეშვას.