ბიუჯეტი 2025 წელთან შედარებით გაზრდილია და 20 754 200 ლარს შეადგენს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მთავარი ფინანსური დოკუმენტი - 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც საკრებულოს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ლერი გუმბერიძემ წარუდგინა.2026 წლის ბიუჯეტის საერთო მოცულობა 20 754 200 ლარს შეადგენს, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს 12 % ით აღემატება.საკრებულოს თავმჯდომარის, გურამ კიკნაველიძის ხელმძღვანელობით გამართულ სხდომაზე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, დეპუტატებს დეტალურად გააცნო ბიუჯეტში გათვალისწინებული ძირითადი პრიორიტეტები და დაგეგმილი ცვლილებები. მთავარ საფინანსო დოკუმენტში პრიორიტეტ სფეროებად განსაზღვრულია:
1. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა.2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა , რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია.3. დასუფთავება და გარემოს დაცვა.4. ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.5. განათლება. 6. კულტურა რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა , სპორტი.7. მმართველობითი და საერთო დანიშნულების ხარჯები.
საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, 2026 წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად არის ორიენტირებული მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და მუნიციპალიტეტის განვითარებაზე.




