საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები სასწავლო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მათ მონაწილეობა მიიღეს ტყის ხანძრებთან ბრძოლისა და სახანძრო უსაფრთხოების პრევენციის კურსში. 

სასწავლო კურსში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ათი მეხანძრე-მაშველი და ზედამხედველობის დეპარტამენტის ხუთი წარმომადგენელი მონაწილეობდა. 

ხუთდღიანი სწავლება მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ნაწილს. კურსის ფარგლებში, ჩეხი ექსპერტების მიერ დეტალურად იქნა განხილული ტყისა და ურბანულ ხანძრებზე რეაგირების სპეციფიკა და საერთაშორისო პრაქტიკა სხვადასხვა სახანძრო-სამაშველო მიმართულებით. 

მონაწილეებმა, პრაქტიკული სწავლების პარალელურად, ჩეხ კოლეგებთან გამოცდილება გაცვალეს და ჩეხეთის სამაშველო-სასწავლო სისტემასა და შესაბამის ინფრასტრუქტურას გაეცნენ.

სწავლება საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.