შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები,  2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილთა მემორიალთან იმყოფებოდნენ. მეხანძრე-მაშველებმა  10 წლის წინ, თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

მეხანძრე-მაშველებმა, მემორიალთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს 10 წლის წინ გმირულად გარდაცვლილი მაშველი ზურაბ მუზაშვილი. ის, 13 ივნისის მოვლენების დროს ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც სტიქიის ეპიცენტრში, ვერეს ხეობაში, წყალდიდობის დროს მიმდინარე სამაშველო ოპერაციაში აქტიურად იყო ჩართული. ზურაბ მუზაშვილმა 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი, წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა. 

2015 წლის 13 ივნისის მოვლენების დროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ერთ-ერთი პირველი მორეაგირე უწყება იყო. მეხანძრე-მაშველები, სტიქიური უბედურების ცხელ წერტილებში, მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, პირველადი რეაგირების გარდა, რამდენიმე კვირის განმავლობაში, სტიქიის სალიკვიდაციო, საძიებო და აღდგენით სამუშაოებშიც იყვნენ ჩართულნი