შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს გმირულად დაღუპული მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის მშობლიურ სოფელ აღაიანში იმყოფებოდნენ. 


მეხანძრე-მაშველებმა, გარდაცვლილი კოლეგის ოჯახი მოინახულეს და სოფელში არსებული გმირი მაშველის სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ზურაბ მუზაშვილი, 13 ივნისს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  მეხანძრე-მაშველებთან ერთად, სტიქიის ეპიცენტრში, ვერეს ხეობაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა. მან ექვსი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, თუმცა, თვითონ წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა და დაიღუპა.