საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
ჩვენს უშიშარ და გმირ მეხანძრე-მაშველებს ვულოცავ პროფესიულ დღეს. სამაგალითოა ამ ადამიანების თავდაუზოგავი შრომა, პროფესიონალიზმი და გამბედაობა.
მადლობას ვუხდი თითოეულ მეხანძრე-მაშველს სამშობლოს ერთგულად მსახურებისთვის. ისინი ჩვენი დროის გმირები არიან. გმირები, რომლებიც მზად არიან სხვათა გადასარჩენად საკუთარი სიცოცხლე დაუფიქრებლად გაიღონ. ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული თითოეული მათგანის ხსოვნის წინაშე.
დღევანდელი დღე სიმბოლური ხაზგასმაა ჩვენი მეხანძრე-მაშველების თავდადების, დაუღალავი შრომის. მსურს, მათ მშვიდობა და ოჯახებში მუდამ ჯანმრთელად და უვნებლად დაბრუნება ვუსურვო." - ნათქვამია მიხეილ ყველაშვილის მილოცვაში.