საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მეხანძრე-მაშველებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
„ძვირფასო მეხანძრე-მაშველებო, გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღეს! თქვენ ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და, ამასთან, ურთულესი მისია გაკისრიათ, რომელიც პროფესიონალიზმთან ერთად უდიდეს თავდადებას მოითხოვს. თითოეული ჩვენგანი დიდად აფასებს გმირობის ტოლფასს თქვენს ყოველდღიურ შრომას მოქალაქეთა სიცოცხლისა და უსაფრთხოების დასაცავად. მადლობას გიხდით ქვეყნისა და საზოგადოებისადმი ერთგული სამსახურისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცეს და მშვიდობიან სამსახურს“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.