საქართველოში ლაზური ნავის (ფელუკას) ერთადერთ მშენებელ-ოსტატს, 72 წლის მირიან ნუმანიშვილს, UNESCO-ს მიერ აღიარებული "ცოცხალი საუნჯის" სტატუსი მიენიჭა.
ფელუკა ტრადიციულ ლაზურ ნავს წარმოადგენს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა შავი ზღვის სანაპირო სოფლებში თევზჭერისა და სანაპირო მიმოსვლისთვის. ნავის უნიკალური კონსტრუქცია, ფორმა და დამზადების ტექნიკა ასახავს ადგილობრივი მოსახლეობის გამოცდილებით დაგროვილ და ასევე, შთამომავლობისთვის გადაცემულ ცოდნასა და ზღვისპირა ცხოვრების წესს.
ლაზური ფელუკა მთლიანად ხელით მზადდება ადგილობრივი მასალების, განსაკუთრებით, კი წაბლის ხის გამოყენებით. მისი აწყობის პროცესი მოითხოვს დიდი ოსტატობას, სიზუსტესა და ტრადიციული მეთოდების სრულყოფილ ცოდნას, რაც საუკუნეების განმავლობაში ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა თაობიდან თაობას. მირიან ნამუნიშვილი დღეს წარმოადგენს ამ უძველესი ტრადიციის ერთადერთ გამგრძელებელ-ოსტატს.




