ამ დროისთვის ისრაელი მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების ან დაშავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ განაცხადა
საქართველოს მოქალაქეების დაშავებული ან დაკარგულების შესახებ ამ წუთამდე ინფორმაცია არ შემოსულა. ღვთის წყალობით, იმედი გვაქვს, რომ ასე დასრულდება ეს ყველაფერი. ამ ორი დღის განმავლობაში ასეთი ინფორმაცია არ შემოსულა.
დღეისთვის ორი ქართველი ებრაელია გარდაცვლილი. ეს ჩვენი ნაწილია, უზუტაშვილი, პოლიციის თანამშრომელი, რომელიც გმირულად ასრულებდა თავის მოვალეობას და ახალგაზრდა კაცი ავი აბრამ ღუბელაშვილი, რომელი ამ შიდა შეტაკების დროს გარდაიცვალა" - განაცხადა ლაშა ჟვანიამ "ქრონიკასთან"
ცნობისთვის, ისრაელმა აშშ-ს სამხედრო დახმარება სთხოვა.
შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დაადასტურა მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობები ისრაელში ამერიკელების დაღუპვის შესახებ.
CBS-ის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ადასტურებენ აშშ-ის რამდენიმე მოქალაქის სიკვდილს. ტელეკომპანია CNN-ის წყაროთა ცნობით, მთავრობამ კონგრესს შეატყობინა, რომ ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია აშშ-ის 4 მოქალაქე. ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი გაიზრდება.
Times of Israel-ის თანახმად, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა და ტყვეთა შორის არიან საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის მოქალაქეებიც.
ნეპალის ელჩმა ისრაელში BBC-ს განუცხადა, რომ ისრაელის სამხრეთში მოკლულია 10 ნეპალელი სტუდენტი, რომლებიც ქვეყანაში სასწავლო პროგრამით იმყოფებოდნენ.
ისრაელის არმიის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 700-ს გადააჭარბა. დაჭრილია 2 315 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია 413 და დაჭრილია 2 300 ადამიანი.
საომარი მოქმედებები 7 ოქტომბრიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქებზე მიიტანა მასირებული სარაკეტო შეტევა და ღაზას სექტორთან მოსაზღვრე რაიონებში ხმელეთიდანაც შეიჭრა. 7 ოქტომბერს ისრაელმა ღაზაზე საპასუხო დარტყმები დაიწყო.
8 ოქტომბერს ისრაელის მთავრობამ საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.