ხაშურის მუნიციპალიტეტში, სააღმზრდელო დაწესებულებების მშენებლობა მიმდინარეობს.
„დაბა სურამსა და სოფელ ცხრამუხას ახალი საბავშვო ბაღები ექნება. ცხრამუხაში არსებული საბავშვო ბაღი ავარიული იყო, ამიტომაც ახალი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობა გადაწყდა. რაც შეეხება დაბა სურამს, აღსაზრდელთა რაოდენობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა, დამატებით ბაღის მშენებლობა. ახალი შენობები თანამედროვე სტანდარტებს სრულად უპასუხებს, რაც მომავალი თაობების აღზრდა-განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. “ -აღნიშნა სამუშაოების დათვალიერებისას ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა.
მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ მერის პირველი მოადგილე გიორგი პაპიაშვილი, მერის მოადგილე ზვიად გოგუაძე, და ა(ა)იპ „ხაშურის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების - საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი ლელა გელაშვილი. მათი განმარტებით, ცხრამუხის საბავშვო ბაღი 100 აღსაზრდელზეა გათვლილი, სურამის საბავშვო ბაღი კი დაახლოებით, 200 აღსაზრდელს მიიღებს. მშენებლობის პროცესი მაისის ბოლოსთვის დასრულდება.