გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, მდინარე ალაზანში შუა ხნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.  შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი  რამდენიმე პირთან ერთად სუფრასთან იმყოფებოდა. მოგვიანებით, კი სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი  მდინარეში საბანაოდ შევიდა. იგი დინებამ წაიღო და მასთან ერთად მყოფმა პირებმა დახმარება ვერ შეძლეს. 

შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა და სამართალდამცველებმა კაცი უკვე გარდაცვლილი იპოვეს. 

მამაკაცის ცხედარი გურჯაანში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.