ამის შესახებ ინფორმაციას „ხაშურის სპორტი" აქვეყნებს
„ხაშურის სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, ხაშურში, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ლუკა მაისურაძის სახლი გაქურდეს. ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
„გუშინ ღამით, ლუკა მაისურაძის ოჯახი ხაშურში არსებულ ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა და მის მსოფლიოს ჩემპიონობას აღნიშნავდნენ. ამ რესტორანში მიწვეულები იყვნენ სხვადასხვა სპორტსმენები და მაისურაძის ახლობლები", - წერს „ხაშურის სპორტი" და იქვე აღნიშნავს:
„სახლიდან წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი და ძვირფასი ნივთი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177- ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს."