იტალიის ქალაქ უდინეში, „ფრიულიზე“, დასრულდა შეხვედრა უეფას სუპერთასზე.

„პარი სენ-ჟერმენის“ და „ტოტენჰემის შეხვედრის 85-ე წუთისთვის ინგლისელები ორი ბურთით იყვნენ წინ და პარიზელთა ძირითად დროში გამარჯვებაზე ტოტალიზატორების კოეფიციენტი 65 იყო, ინგლისელების გამარჯვებაზე კი 1-ზე მეასედებით მეტი, თუმცა 85-ე წუთზე კან-ინ ლის, 90+4 წუთზე კი გონსალუ რამუშის გოლების შემდეგ სიტუაცია თავდაყირა დადგა. 

საბოლოოდ, დარჩენილ ორ წუთში, პარიზელთა მცდელობის მიუხედავად, ანგარიში უცვლელი დარჩა და გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანები დაინიშნა.  

„ტოტენჰემი“ ისევ 2:0 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ მან სამი თერთმეტრიანიდან მხოლოდ ერთი გამოიყენა, „პარი სენ-ჟერმენის“ ოთხივე დარტყმა კი შედეგიანი აღმოჩნდა  და პარიზელები უეფას სუპერთასის მფლობელები გახდნენ.


ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და ლუის ენრიკემ ის მე-60 წუთზე შეცვალა.