ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განმარტავენ, რომ ანაზღაურების ზრდის ტენდენცია გასული წლებიდან დაიწყო და საკითხი ქალაქის ბიუჯეტში მუდმივ პრიორიტეტულ თემად რჩება.
„წლების განმავლობაში სახელფასო ანაზღაურება რამდენჯერმე გაიზარდა. გასულ წელს 15% გაიზარდა ყველა პოზიციაზე თანამშრომელთა ანაზღაურება. მიმდინარე წელს 10%-იან ზრდასთან ერთად, რომელიც დაგეგმილი იყო, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებითა და მერიის მხარდაჭერით თითოეულ საშტატო განაკვეთზე დაემატა 125 ლარი. ჯამურად, სხვადასხვა პოზიციის გათვალისწინებით საშუალო 25%-ით გამოდის ანაზღაურების ზრდა“, - აღნიშნა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა აბულაძემ.
თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში თანამშრომელთა ხელფასი იზრდება.