წყალტუბოს მთავარი ბიბლიოთეკის ორგანიზებით, მწერალ ოტია იოსელიანის 95 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ლიტერატურული კონკურსი - "ოტია–95" გაიმართა.

წყალტუბოს ბიბლიოთეკაში გამართულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 65-მა მოსწავლემ, მუნიციპალიტეტში მოქმედი 13 საჯარო სკოლიდან.


ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებული სსიპ ოტია იოსელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლის გუნდი - „მეწინავე“ გახდა. მეორე და მესამე ადგილები ოფურჩხეთის საჯარო სკოლისა და სორმონის სკოლის გუნდებმა დაიკავეს, რომელთაც შესაბამისი სიგელები გადაეცათ.


მეოთხე ადგილზე გასულ მაღლაკის სკოლის გუნდს კი, ოტია იოსელიანის შვილმა, დაჩი იოსელიანმა საჩუქრად წიგნი „ორი რომანი“ გადასცა.


კონკურსის მიზანი მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ქართული ლიტერატურით დაინტერესების ხელშეწყობაა.