თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა და თსუ დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს ევრაზიის უმაღლესი განათლების სამიტში EURIE 2024.
ევრაზიის უმაღლესი განათლების სამიტი ყოველ წელს იმართება სტამბოლში და მასში ევროპისა და აზიის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ. წელს სამიტზე და სამიტის ფარგლებში გამართულ გამოფენაში ევროპისა და აზიის 270 უნივერსიტეტის 2000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს. ღონისძიებაში 156 მონაწილე წაიკითხავს მომხსენებას, გაიმართება 62 პანელი და შეხვედრები უმაღლეს განათლების სხვადასხვა თემატიკაზე.
გამოფენაზე წარმოდგენილი 150 სტენდიდან ერთ-ერთი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტენდია, რომელზეც გამოფენილია საინფორმაციო ბუკლეტები ზოგადად თსუ-ს, საგანმანათლებლო პროგრამების, საერთაშორისო კოლაბორაციების შესახებ. თსუ-ის საინფორმაციო სტენდით დაინტერესდნენ თურქული, პოლონური, აზერბაიჯანული, ბრაზილიური დელეგაციები. მომავლისთვის დაიგეგმა შეხვედრები სხვა ქვეყნების უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან.