სტამბოლში მიმდინარე ევრაზიის უმაღლესი განათლების სამიტის (EURIE 2024) ფარგლებში მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის ძირითად ტენდენციებსა და ამ სფეროს წინაშე მდგარ გამოწვევებს ეძღვნება.
თსუ დელეგაციის წარმომადგენელმა თეა გერგედავამ პანელურ შეხვედრაზე პრეზენტაცია გააკეთა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკასა და მიღწეული შედეგებზე. დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართა დელეგაციის წევრმა ეკატერინე ფირცხალავამ, რომელმაც პრეზენტაცია წარმოადგინა თსუ-ში ჩატარებული კვლევის „ERASMUS+ პროგრამაში მონაწილეობის გავლენა სტუდენტთა ბაზისურ ღირებულებებზე.“
წარმოდგენილი კვლევის მიზანი იყო თსუ-ს სტუდენტებისა და პერსონალის დამოკიდებულებების შესწავლა ERASMUS+ პროგრამის შედეგების მიმართ ინდივიდუალურ და ინსტიტუციურ დონეზე. კვლევა სწავლობდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა თუ რა სარგებელი აქვს საერთაშორისო მობილობის პროგრამას სტუდენტების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებასა და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე. ასევე, რა სარგებელი მოაქვს პროგრამას თსუ-სთვის, როგორც ინსტიტუციისთვის სასწავლო და სამეცნიერო თვალსაზრისით, რა სარგებელი შეიძლება ჰქონდეს პროგრამას საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის.
ევრაზიის უმაღლესი განათლების სამიტის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო თსუ-ში ჩატარებული კვლევის რაოდენობრივი ნაწილი, რომლის ჰიპოთეზის მიხედვით Erasmus+ პროგრამაში მონაწილეობა დადებით გავლენას ახდენს სტუდენტების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე - პროგრამის ფარგლებში, საზღვარგარეთ ევროპულ უნივერსიტეტებში გატარებული დრო, გავლენას ახდენს სტუდენტების პიროვნულ და პროფესიულ თავისებურებებზე, კერძოდ ღირებულებებსა და თვითეფექტურობაზე შვარცის (Schwartz's Bacsic Value Scale (Schwartz Values Questionnaire (PVQ-RR) 1992; 2012) ბაზისურ ღირებულებათა სკალის, იდენტობის განვითარების სკალის (Dimensions of Identity Development Scale DIDS) (Luyckx, at all. 2008) და „ბავშვთა და მოზარდთა თვითეფექტურობის სკალის “ (Self-efficacy (Child and Adolescent Self-Efficacy Scale (Bandura et al., 1996) გამოყენებით. კვლევის შედეგად მკვლევართა ჯგუფის მიერ წამოყენებული ჰიპოთეზა დადასტურდა.