თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პეტრ კუბერნატს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე.
შეხვედრაზე გიორგი ტყემალაძემ პეტრ კუბერნატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
გიორგი ტყემალაძემ და პეტრ კუბერნატმა მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.