იყავი მდინარე და იცოდე ორი მთავარი პასუხი: საით მიდიხარ და რისთვის მიდიხარ,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფილოლოგი გია მურღულია წერს:
„ყველაზე დიდი და ხანგრძლივი ტრადიცია ადამიანურობაა - სამოთხიდან მოგვდგამს და ვიღაცებისთვის მაინც არ ბერდება.
მდინარეს თან მოაქვს, თან მიაქვს და ბოლოს ზღვას უერთდება.
დროც მდინარეა და ისიც თავის ზღვას შეეზავება - მარადისობას.
ორივე ადამიანს ჰგავს.
იყავი მდინარე და იცოდე ორი მთავარი პასუხი: საით მიდიხარ და რისთვის მიდიხარ.
ზღვა იცოდე.ვინც ზღვა არ იცის, უდაბნოში ქრება“,- წერს გია მურღულია.