ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფილოლოგი გია მურღულია წერს:
"ძუნწი ფულს აგროვებს, მაგრამ მეგობრებს კარგავს.
ძუნწი ქონებას უფრთხილდება და რეპუტაციას - არა.
ძუნწს დიდი ნებისყოფა და მომენტის პატარა შეგრძნება აქვს.
ძუნწს ადამიანებზე მეტად გარანტიები უყვარს.
ძუნწი მხოლოდ სხვას კი არა, საკუთარ თავსაც აკლებს.
ძუნწი იმედგაცრუებული ხელგაშლილია.
ძუნწი ორჯერ იხდის.
ძუნწის ერთადერთი გამართლება დიდი მიზანია, რომელიც სახსრების დაგროვებას მოითხოვს.
შეიძლება ძუნწი დაიბადო, მაგრამ ძუნწად არ უნდა მოკვდე.
"რასაცა გასცემ, შენია" - ეს ძუნწებსაც ეხებათ, თუ ისინი, უბრალოდ, გვიან გასცემენ.
ძუნწებსაც მივულოცოთ ახალი წელი - მათ ყოველთვის აქვთ შესაძლებლობა, სიძუნწე სიკეთედ აქციონ - კარგი ადამიანები იყვნენ და სხვებს მშვენიერი დღე გაუთენონ.
სალამი კეთილშობილ ძუნწებს! - წინადადების დასაწყისზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს, როგორ მთავრდება ის."