დიდი უსამართლობაა, როდესაც არჩევანი არ გაქვს და შენ ნაცვლად გადაწყვეტილებას სხვა იღებს, - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
„ბარტყი, რომელიც მელიას გადაუგდო დედა ჩიტმა, არ ფიქრობს, რომ ის სამართლიანობას შეეწირა.
ამას ალბათ არც მეორე ბარტყი ფიქრობს და არც მესამე.
სიცოცხლეს თავისი სამართალი აქვს.
და ის თვითონ ირჩევს, თავისი თავი დათმოს თუ არა.
დიდი უსამართლობაა, როდესაც არჩევანი არ გაქვს და შენ ნაცვლად გადაწყვეტილებას სხვა იღებს.
- ჩიტო, ჩიტო-ჩიორაო!
- რაო, ბატონო მელაო?
- ერთი შვილი გადმომიგდე, თორემ შავ დღეს დაგაყენებ...
ზღაპარი უბრალოდ ბავშვების გასართობი ტექსტი არ არის.
ის გამახსოვრებინებს იმას, რითაც სიცოცხლე თავის არსებას, ეთიკასა და ესთეტიკას იცავს“, - წერს გია მურღულია.